"დავინტერესდებით და გავარკვევთ" - კობახიძე ამტკიცებს, რომ არ იცის რაში იხარჯებოდა მლნ-ები, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუყინა
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ პრემიერის ამტკიცებს, რომ არ იცის, რას ხმარდებოდა ის მილიონები, რომლითაც აშშ საქართველოს ეხმარებოდა. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ საკითხით დაინტერესდება და ყველაფერს გაარკვევს.
ამასთან, პრემიერი ისევ ირწმუნება, რომ საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობები მას შემდეგ გამოუკეთდება, რაც უკრაინაში ომი დასრულდება.
დღემდე მე ვერ გავარკვიე კონკრეტულად, რა თანხა შეჩერდა. დავინტერესდებით და გავარკვევთ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმევა და მთავარია, რო მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მე მგონია, რომ ახლო მომავალში, პირველ რიგში, მას შემდეგ, რა დასრულდება უკრაინაში ომი, ურთიერთობები რადიკალურად და საფუვძლიანად შეიცვლება, - ამბობს კობახიძე.