"ავტორიტარიზმის ფესტივალი" - კობახიძე დემოკრატიის ფესტივალზე

04.08.24 15:25
"ავტორიტარიზმის ფესტივალი" - კობახიძე დემოკრატიის ფესტივალზე

 "ავტორიტარიზმის ფესტივალი" - ასე მოიხსენიებს პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის ფესტივალს, სადაც "ქართული ოცნებაც" იყო მიწვეული. ირაკლი კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ფესტივალს უცხოელი დონორები აფინანსებენ, რომელთაც საარჩევნო პროცესში ჩარევა სურთ.

პრემიერმა ასევე წინდაწინ თქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები უხეშ დარღვევების ფონზე წარიმართება, თუმცა ეს საზოგადოების არჩევნაზე გავლენას ვერ იქონიებს. 

მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე" გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავტორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს", - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები