ძალიან დიდი ერთსულოვნებაა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს - სოფო ჯაფარიძემ ბეშუმის მოსახლეობას შუამთობა მიულოცა

04.08.24 15:31
ძალიან დიდი ერთსულოვნებაა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს - სოფო ჯაფარიძემ ბეშუმის მოსახლეობას შუამთობა მიულოცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ბეშუმის მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ ერთსულოვნებით, რომელიც ხალხში იგრძნობა, მოახლოებულ არჩევნებზე რუსული რეჟმი აუცილებლად დამარცხდება. 

„ახლა ვიმყოფებით ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. მივულოცეთ ამ საოცარ ადამიანებს. ხედავთ როგორი განწყობა არის, ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და რაც მთავარია, არის ძალიან დიდი ერთსულოვნება. ყველა ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი, რუსული, რუსული რეჟიმი დამარცხდება ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.