მიხარია, რო გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ხალხში და აღვნიშნოთ შუამთობის ძალიან კარგი დღესასწაული - თინა ბოკუჩავა
მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიყოთ ხალხში, ხალხთან ახლოს და ხალხთან ერთად აღვნიშნოთ შუამთობის ძალიან კარგი დღესასწაული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბეშუმში ყოფნისას განაცხადა. ოპოზიციონერის ლიდერის თქმით, ადგილზე პრემიერ-მინისტრიც იყო ჩასული, თუმცა ის ხალხში არ გასულა.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს უამრავ ადამიანთან ერთად ვართ აქ ბეშუმში, შუამთობაზე. მინდა შუამთობა მივულოცო თითოეულ აჭარელს, მინდა ვუსურვო თითოეულ ოჯახს სიუხვე, კეთილდღეობა, სიკეთე და წარმატება. მჯერა ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას განვითარების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა ვერტმფრენით, ხალხში არც გაიარა და წავიდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიყოთ ხალხში, ხალხთან ახლოს და ხალხთან ერთად აღვნიშნოთ ეს ძალიან კარგი დღესასწაული, რასაც შუამთობა ჰქვია, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.