"ოცნება“ არის ბოლშევიკების ბანდა, რომელსაც ყველაფერი დემოკრატიული აღიზიანებს - გრიგოლ გეგელია

04.08.24 15:47
"ოცნება“ არის ბოლშევიკების ბანდა, რომელსაც ყველაფერი დემოკრატიული აღიზიანებს - გრიგოლ გეგელია

 „ქართული ოცნება“ არის ბოლშევიკების ბანდა, რომელსაც ყველაფერი დემოკრატიული აღიზიანებს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ხელისუფლების მცდელობას, დემოკრატიის ფესტივალი გააშავოს. ოპოზიცის წევრი პრიდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას საკუთარი ხალხის და სიმართლის ეშინია, რადგან დემოკრატიის ფესტივალის მიზანი სწორედ მომავლის ხედვაზე საუბარია. 

„ქართული ოცნება“ არის ბოლშევიკების ბანდა, რომელსაც ყველაფერი დემოკრატიული აღიზიანებს, ნერვებს უშლის და აშინებს, იმიტომ, რომ ისინი არიან ანტიდემოკრატები, ეშინიათ საკუთარი ხალხის, ეშინიათ სიმართლის, ეშინიათ მომავლის ხედვის და თუ რამეს განასახიერებს დემოკრატიის ფესტივალი, ეს არის სწორედ კომპეტენტური ძალების მიერ მომავლის ხედვაზე საუბარი და ამ ქვეყნის განვითარებაზე საუბარი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღარ გვეყოლება ბოლშევიკების ხელისუფლება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ ეშინიათ ამ ყველაფრის, ბუნებრივია, რომ მათ ეშინიათ მოახლოებული არჩევნების, - ამბობს გრიგოლ გეგელია.