აშშ-ს ფინანსური დახმარების შეჩერება "ოცნების" ქმედებების შედეგია - ლუკ კოფი

04.08.24 17:42
აშშ-ს ფინანსური დახმარების შეჩერება "ოცნების" ქმედებების შედეგია - ლუკ კოფი

 "ჰადსონის ინტიტუტის" ანალიტიკოსი ლუკ კოფი ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია. კოფი ფიქრობს, რომ ამერიკა საპასუხო ზომებს კიდევ მიიღებს და "ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს.

ეს არის „ქართული ოცნების“ ქმედებების აშკარა შედეგი, განსაკუთრებით, ე.წ. რუსული კანონის, მაგრამ ეს ასევე არის საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირებიდან მომდინარე მუდმივი რიტორიკის შედეგი. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება. არ ვიცი, ვის წინააღმდეგ ან როგორი სანქციები, მაგრამ თუ აშშ-ს სურს ზეწოლის გაგრძელება თანამშრომლობისა და დახმარების გაყინვის შემდეგ, ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იქნება სანქციების დაწესება, - ამბობს ლუკ კოფი.