მაღალმთიან მოსახლეობას ვპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ - ელგუჯა ბაგრატიონი

04.08.24 17:52
მაღალმთიან მოსახლეობას ვპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ - ელგუჯა ბაგრატიონი

„დღეს მაღალმთიანი მოსახლეობა ზეიმობს შუამთობას, რომელიც არის უდიდესი დღესასწაული ამ ადამიანებისათვის. ამოვედით, რათა მივულოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული მათ," - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა, რომლის გაკეთებასაც მთავრობა ადგილობრივებს ჰპირდებოდა, ისევ უვარგისია, თუმცა ბაგრატიონი იმედოვნებს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ არცევნების შემდეგ შეიცვლება. 

დღეს მაღალმთიანი მოსახლეობა ზეიმობს შუამთობას, რომელიც არის უდიდესი დღესასწაული ამ ადამიანებისათვის. ამოვედით, რათა მივულოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წელია ჰპირდება გაკეთებას, ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგრამ ვპირდებით ჩვენ ამ ხალხს, რომ მომავალ წელს, 26 ოქტომბრის შემდეგ ეს გზა იქნება მოწესრიგებული და მათ მოუწევთ კომფორტულ გარემოში ცხოვრება და მოღვაწეობა, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.