წულუკიანის უწყება სკანდალშია - რა მიზნით იმყოფებოდა შანჰაის კინოფესტივალზე აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი?

04.08.24 18:47
წულუკიანის უწყება სკანდალშია - რა მიზნით იმყოფებოდა შანჰაის კინოფესტივალზე აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი?

რა კრიტერიუმებით ადგენს კინოცენტრი საერთაშორისო ფესტივალებში გასაგზანი დელეგაციების სიას?  თეა წულუკიანის უწყება დიდ სკანდალშია. გამოცემა "პუბლიკა" აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შანხაის კინოფესტივალზე კინოცენტრის დელეგაციის სიაში კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ირიცხებოდა. სოსო სუთიძეს კი კინოსთან შეხება არ აქვს. 

რატომ ან რა მიზნით შეირჩა საჯარო მოხელე, ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ფესტივალი ივნისის თვეში ჩატარდა, ამის შემდეგ კი უკვე კვირებია გასული. კითხვებს აჩენს 12 კაციანი დელეგაცის შემადგენლობაში მყოფი სხვა სახელი და გვარებიც. 

კინორეჟისორები ამბობენ, რომ ეს დელეგაციისთვის ჩვეულებრივი მოგზაურობა იყო და კინოცენტრისთვის არავითარი სიკეთის მოტანა არ შეუძლია. 

როდესაც შევედი კინობაზრობაზე, მხოლოდ რამდნეიმე ქვეყანა ვნახე, მაგრამ მაქსიმუმ ერთ ან ორი ადმაიანი იყო ამ ქვეყნიდან წარმოდგენილი. მაგალითვისთვის, პოლონეთის კინოინსტიტუტს ვესაუბრე, რომლის ბიჯეტიც სადღაც 200 მლნ ევრომდეა. მათაც დამიდასტურეს, რომ ეს ძალიან სპეციფიკურია, ძირითადად, ჩინურ ბაზარზეა გათვლილი და აქედან გამომდინარე, ძალიან საკვირველია, რატომ წავიდა საქართველო 12 კაციანი დელეგაციით. ყველაზე დიდი საოცრება არის კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის, სოსო სუთიძის მოგზაურობა შანჰაის კინოფესტივალზე. მე ძალიან მიანტერესებს ვნახო სამივლინებო განცხადება სოსო სუთიძის, რომელიც ალბათ მინისტრის სახელზე დაწერა და იქ ჩაწერა მიზნობრიობა, რატომ მიდის შანჰაის კინოფესტივალზე, - ამბობს კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ვაშაძე.

"პირველები" პირადად სოსო სუთიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა მიზნით იმყოფებოდა შანჰაის კინოფესტივალზე ან სარგებელი მოუტანა მისმა იქ ჩასვლამ კინოცენტრს, თუმცა სუთიძეს კითხვებზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

რომ გაინტერესებთ, უნდა მიმართოთ პრესცენტრს, - თქვა სუთიძემ სატელეფონო საუბრისას.