დემოკრატიის ფესტივალმა "ოცნების" დღის წესრიგი შეცვალა
"ქართულ ოცნებას" ნაშენები პროპაგანდა თვალსა და ხელს შუა ემსხვრევა. დემოკრატიის ფესტივალმა ივანიშვილის პარტიის დღის წესრიგი სრულიად შეცვალა. ახლა უკვე წინასაარჩევნოდ რეგიონებში ამერიკისა და ევროპის შესახებ ცრუ ამბების მოყოლა რთულად შესასრულებები მისია იქნება. სად გადის ზღვარი რეალობასა და მითებს შორის, ამას ყველა სოფელსა და ქალაქში ხალხს უკვე უხსნიან გავლენიანი ორგანიზაციები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
წინასაარჩევნოდ ყველაზე საჭირო წამოწყებამ პრემიერ-მინისტრი იმდენად გააბრაზა, რომ დემოკრატიის ფესტივალს ავტორიტარიზმის ფესტივალი უწოდა.
სწორედ მეგობარი ამერიკისთვის გაცემული უცნაური პასუხები გახდა განხილვის საგანი. ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ამ დრომდე ვერ გამოარკვიეს, რაში იხარჯებოდა 95 მილიონი დოლარი, რომელიც ამერიკამ "ოცნების" ანტიდასვალური პოლიტიკის საპასუხოდ გაყინა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.