უნდა დააბრუნონ თუ არა სააკაშვილი პალატიდან საკანში? - ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა
უპირებენ თუ არა წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას? - ხელისუფლება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ოპოზიციაში კი აზრთა სხვადასხვაობაა.
ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად გათავისუფლებული სააკაშვილის ეშინია, ამიტომ წინსაარჩევნოდ მესამე პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლება უპრეცედენტო ზომებს ატარებს.
ის ზომები, რასაც იღებენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, აი, ეს უპრეცედენტო ზომები, ორმაგი პატიმრობა, რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოს ისტორიაში, ემსახურება ერთ მიზანს: ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის. მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის გამარჯვების უტყუარი ფორმულა და მან კარგად იცის, რომ ეს თავისუფლების დიდი ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ამის მას ეშინია, მაგრამ 26 ოქტომბერს ის აუცილებლად დამარცხდება და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს საქართველოს გამარჯვებას თბილისის ქუჩებში, - ამბობს ირაკლი ფავლენიშილი.
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანაზე ექიმებმა უნდა მიიღონ.
მიხეილ სააკაშილის გადაყვანის საკითხი უნდა იყოს დამოკიდებული მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექიმების შეფასებაზე. რამდენადაც მე არ აქვს ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმებისგან, ამიტომ მოკლებული ვარ რაიმე პოლიტიკურ შეფასებას. ეს არის ცალსახად ექიმების გადასაწყვეტი, უნდა იყოს ის იზოლატორში თუ უნდა აგრძელებდეს მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში, - ამბობს თეონა აქუბარსდია.
"გირჩს" ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად არის მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის ნებისმიერ შემთხვევაშ პატიმრობაშია. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ "ოცნებას" სალაპარაკო არ ექნება და მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ საქმიანობას იქიდან გააგრძელებს, საიდანაც საჭირო იქნება.
ახლაც ციხეში მგონია სააკაშვილი მე, მიუხედავად იმისა, რომ არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ სასტუმროშია, კომფორტულად არის და ა.შ., მე მისი დაკავების დღიდან დღემდე ეჭვი არ შემპარვია, რომ მიხეილ სააკაშვიი დღესაც ციხეშია. საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება არსებიტად თავისუფლების ხარისხ არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი „ქართულ ოცნებას“ და სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს და სადაც საჭიროა, იქიდან გავაგრძელებდი პოლიტიკურ საქმიანობას. სააკაშილის ფიზიკური ადგილმდებარეობა არც ისე, არც ასე ვერ მოახდენს გავლენას, მაგრამ მოახდენს ის, რომ მას ექნება თუ არა კავშირი მის თანაგუნდელებთან და იქნება თუ არა ჩართული საარჩევნო პროცესში და ეს უნდა იყოს ძირითადი მიმართულება, ჩემი აზრით, ენმ-სი ახლა, - ამბობს იაგო ხვიჩია.
გახარიას გუნდშ კი მიაჩნიათ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, მას აგიტაციის საშუალება არ უნდა მიეცეს. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს "ოცნება" წინსაარაცენო კამპანიის წარმოებაში ხელწ უწყობს.
მე არ ვადევნებ თვალს სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანებს. ჯერჯერობით ამ მიმართულებით არანაირი ძვრები არ არის. მას ისევ აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან დათმობილი სატელევიზიო რესურსი და დახმარება და მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. თუ კარგად არის სააკაშვილი, მას არ უნდა მიეცეს აგიტაციის წარმოების საშუალება და სასამართლო პროცესზე უნდა ისაუბროს საქმეზე, თორემ გინდა ციხეში წაიყვანონ, გინდა სახლში წაუყვანონ ივანიშვილს. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ახლა განმარტება, თუ რატომ შეუცვალეს პატიმარ პრეზიდენტს პალატა, "ვივა-მედში" უნდა გააკეთონ. გიული ალასანიამ გუშინ თქვა, რომ მისი შვილის უსაფრთხოება დაცული არ არის და მესამე პრეზიდენტს არც ინფორმაციის მიღების რაიმე საშუალება გააჩნია.