"მოვითხოვ მოსამართლის განჩინების გაუქმებას" - კახა წიქარიშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიდის
კახა წიქარიშვილის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიდის. პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად შერჩეული კანდიდატი მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც მისი უფლებამოსილება შეაჩერა.
სამართალმცოდნე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ის უმიზეზოდ დაიწუნა და სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებას განგებ ჩამოაშორა. ამასთან, წიქარიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო არჩევნების შედეგებს დაელოდება და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.
დღეს მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოვითხოვ, ჩემი დანიშვინს შეჩერების შესახებ მოსამართლის განჩინების გაუქმებას. საქმეში უკვე ჩართული ვარ როგორც მესამე პირი. წარვადგენ შეპასუხებას და წარვადგენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რაც საჭიროა საქმეში მონაწილეობისთვის. დოკუმენტი მომზადებული მაქვს, დღეს შევიტან საქალაქო სასამართლოში და შემდგომ გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მე არ მგონია, რომ პროცესი ჩაინიშნოს აგვისტოში და შეიძლება საერთოდ არ ჩაინიშნოს არცევნებამდეც. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო დაელოდება არჩევნებს და არცევნების შედეგების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამბობს წიქარიშვილი.
ყოფილი მოსამართლეები ფიქრობენ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებიტ მოსამართლემ კონსტიტცუია დაარღვია.
ძალიან კარგად იცის თვითონ იმ მოსამართლემ, რომელმაც ეს გადაწყვეტულება მიიღო, რომ ეს არ არის კონსტიტუციური, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, პრაქტიკულად, შევიდა პრეზიდენტის ფუნქციებში ანუ კომპეტენციათა იერარქია დაარღვია, პრეზიდენტს აუკრაძალა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება და მისი ფუნქცია ადგა და სასამართლოს შეუთავსა, როცა სასამართლო ამ საჩივარს საერთოდ, არც დაუშვებს, არც მიიღებს და არც განიხილავს, - ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. გადაწყვეტილება 15 ივლისს იქნა გამოტანილი.