"ოცნების" წინასაარჩევნო აფერა - ირაკლი ნადირაძე
ფრაქცია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევის პირობას წინაასაარჩევნო აფერას უწოდებს.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, “ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა განვითარების მთელი 12 წელი“.
“ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოპარა მთელ ქუთაისს წარმატების და განვითარების 12 წელიწადი. შეაჩერა რა, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის დროს და ახლა დაპირება, რომ თითქოს ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ეს არის მორიგი წინასაარჩევნო აფიორა, რადგან აქამდე ამ ადამიანს არაფერი არ გაუკეთებია და ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორიც იყო იაფი ფული, ასი ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება, მილიონი ყველა სოფელს და ა.შ. ეს პროექტები ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ “ქართულ ოცნებას” მოვაშორებთ და საქართველოში გაგრძელდება ის კეთილდღეობა და აღმშენებლობა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობას ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას უპირებენ. ხელი ახალ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა - განკარგულება 1 აგვისტოს გამოიცა.