ხელისუფლებამ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა

05.08.24 13:43
ხელისუფლებამ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა

ხელისუფლებამ რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა. 

  • რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრითა და სახელით იქნება შესაძლებელი იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მოძებნა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების გამო უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში დარეგისტრირება კანონით ევალებათ.

ამ დროის მონაცემებით, რეესტრში არც ერთი ორგანზიაცია არ იძებენება.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის 1 აგვისტოს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით,  „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები ოფიციალურად დამტკიცდა.

ცნობილია, მესამე სეტორის პოზიცია - არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიულ კანონს პროტესტით პასუხობენ. დაანონსებული სადამსჯელო ზომების მიუხედავად სამოქალაქო  სექტორი უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებს.  

"ქართული ოცნების" კანონის მიხედვით, ორგანიზაციამ ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიაროს, შემდეგ კი სპეციალურ ვებგვერდზე ფინანსური დეკლარაცია ატვირთოს. თუკი ორგანიზაცია რეესტრში არ დარეგისტრირდება, პირველ ჯერზე მას სოლიდური ჯარიმა დაეკისრება, რომელიც 5 0000 ლარიდან 25 000 ლარამდე მერყეობს.

იმ შემთხვევაში თუკი ორგანიზაცია ჯარიმებს არ გადაიხდის, არ არის გამორიცხული ქონების დაყადაღება მოხდეს. 

მსგავსი სიახლეები