მიხეილ სააკაშვილის არ გვეშინია - გურამ მაჭარაშვილი
"ქართული ოცნების" განაყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკიდან საკანში მოთავსებას ითხოვს, ამის პარალელურად გურამ მაჭარაშვული ირწმუნება, რომ "მიხეილ სააკაშვილის არ ეშინიათ".
მაჭარაშვილის მტკიცებით, სააკაშვილს არაფერი სჭრის და ის სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში უნდა იხდიდეს.
სააკაშვილს აღარ უსმენს გვარამია, მელია და აღარავინ და ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს მისი გამოსვლის, აბა ერთი, ლოგიკას გადახედეთ. აღარც შიმშილობა, აღარც განუკურნებელი დემენცია. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ის ყოველდღე გამოდის და მსოფლიო პოლიტიკის დალაგების პრეტენზია გააჩნია, არაფერი არ სჭირს და ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, პატიმარი სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს.
მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან.
სააკაშვილის გარემოცვა ვარაუდობს, რომ მესამე პრეზიდენტს პალატაში აღარც ტელევიზირი აქვს, რაც მისთვის ინფორმაციისს მიღების ერთადერთი წყარო იყო.