“სააკაშვილის გარშემო ნიანგის ცრემლების ღვრა არავის სჭირდება“- ირაკლი ქადაგიშვილი

05.08.24 14:22
“სააკაშვილის გარშემო ნიანგის ცრემლების ღვრა არავის სჭირდება“- ირაკლი ქადაგიშვილი

“ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნას "სპეკულაციურს" უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, კანონის შესაბამისად იღებს.

მისი მტკიცებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში “არც კერძო კლინიკა და არც “ქართული ოცნება“ არ ერევიან“.

სააკაშვილის გარშემო ნიანგის ცრემლების ღვრა არავის სჭირდება, ის რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, კერძო კლინიკაში იმყოფება, გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით, რომელიც როგორც ჩანს, მეტწილად სპეკულაციური იყო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსჯავრდადებულის ადგილსამყოფლის შესახებ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ამას წყვეტს კანონი და არც კერძო კლინიკა და არც “ქართული ოცნება“,- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს. მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან. სააკაშვილის გარემოცვა ვარაუდობს, რომ მესამე პრეზიდენტს პალატაში აღარც ტელევიზორი აქვს, რაც მისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.