“მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებას წალეკავს“- ლევან ბეჟაშვილი

05.08.24 14:44
“მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებას წალეკავს“- ლევან ბეჟაშვილი

“წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია“ - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი და “ოცნებას“ ექსპრეზიდენტზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ბრძოლა, ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.

მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც ქართულ ოცნებას წალეკავს. ეს ივანიშვილმა და საქართველოში რუსულმა აგენტურამ ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, მასზე ზეწოლის განხორციელება დღეს ქართული ოცნების ხელში მთავარი იარაღია. თუმცა, წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია და მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს. მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან. სააკაშვილის გარემოცვა ვარაუდობს, რომ მესამე პრეზიდენტს პალატაში აღარც ტელევიზორი აქვს, რაც მისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.