ევროპარლამენტის ათობით წევრი შენგენის ზონიდან უნგრეთის გარიცხვას ითხოვს

05.08.24 14:44
ევროპარლამენტის ათობით წევრი შენგენის ზონიდან  უნგრეთის გარიცხვას ითხოვს

 


ევროპარლამენტის ათობით წევრი შენგენის ზონიდან უნგრეთის გარიცხვას ითხოვს. მიზეზი რუსებისა და ბელორუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შემსუბუქებაა. ამის შესახებ Politico იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტის გადაწყვეტილებამ „შესაძლოა, პოტენციური საფრთხე შეუქმნას შენგენის ზონის მთლიან ფუნქციონირებას“.

თუ უნგრეთის მთავრობა უარს იტყვის პოლიტიკის შეცვლაზე, კომისია და ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი უნდა დაუპირისპირდეს უნგრეთის ყოფნას შენგენის ზონაში და ევროპელი მოქალაქეების დასაცავად ახალი შეზღუდვები უნდა დააწესოს. საუბარია, უნგრეთის საზღვრებზე ახალი კონტროლის დაწესებაც“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც კვირას საღამოს 70-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტში ასევე საუბარია უნგრეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზების და ევროკავშირის სხვა ქვეყნების სასაზღვრო კონტროლის არაღიარების შესაძლებლობაზე.