“ჩემი შვილისთვის საფრთხეს ვხედავ“- გიული ალასანია

05.08.24 15:08
“ჩემი შვილისთვის საფრთხეს ვხედავ“- გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მისი შვილის იზოლირებულ პალატაში გადაყვანის მიზეზს ვერ ხვდება და აცხადებს, რომ ამაში საფრთხეს ხედავს.

ამასთან, ალასანია სააკაშვილის ციხეში შესაძლო გადაყვანის თემას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ის ციხეა, “რომელშიც ექსპრეზიდენტი მოწამლეს და უნდა, ახსოვდეთ ადამიანებს“.

გადაყვანის მიზეზი ვერ გავიგე, ერთადერთი მივხვდი, რომ როგორც ჩანს, უნდათ, კიდევ უფრო იზოლირებული იყოს, ნაკლები კონტაქტი და ინფორმაცია ჰქონდეს. ერთადერთი ვმოძრაობთ ჩვენ, მე და ის ადამიანები, რომლებსაც ევალებათ მისი დაცვა, მეტი იქ არავინ ჩანს, არცერთ სართულზე. ჩემი შვილისთვის საფრთხეს ვხედავ. მუდმივად მესმის ციხე, ეს ის ციხეა, რომელშიც მოწამლეს, თავის დროზე და მინდა, ახსოვდეთ ადამიანებს“, - აცხადებს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს. მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან. სააკაშვილის გარემოცვა ვარაუდობს, რომ მესამე პრეზიდენტს პალატაში აღარც ტელევიზირი აქვს, რაც მისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.