"ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს" - სააკაშვილი
"ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა.
ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს. შეგახსენებთ, რომ მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და რომლისთვისაც დემოკრატია იყო და არის ძირითადი ღირებულება" - წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს. მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.