ბოიკოტი რუსულ კანონს - უცხოური ძალის ინტერესების გამტართა რეესტრი დღის ბოლოსაც ცარიელია

05.08.24 20:35
ბოიკოტი რუსულ კანონს - უცხოური ძალის ინტერესების გამტართა რეესტრი დღის ბოლოსაც ცარიელია

უცხოური ძალის ინტერესების გამტართა რეესტრი დღის ბოლოსაც ცარიელია - "ოცნების" მუქარის მიუხედავად, არცერთი ორგანიზაცია ე. წ. აგენტად არ რეგისტრირდება. დაუმორჩილებლობა სამოქალაქო სექტორმა კანონის ამოქმედების დღიდანვე დააანონეს და ოლიგარქის რეჟიმს უთხრეს, რომ რუსული კანონის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებდნენ.

საპასუხოდ კი რუსული კანონის ავტორ ხელისუფლებას რეპრესიები აქვს დაანონსებული. ამიტომ ყველაზე მძიმე მომდევნო თვეები იქნება. ვინც უარს იტყვის ოლიგარქის რეჟიმის მოთხოვნებზე, დიდი ფინანსური სანქციები დაეკისრება, რაც ორგანიზაციებისთვის, ფაქტობრივად, განაჩენია. ერთადერთი ხსნა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდეს, სადაც რუსული კანონის გაუქმების შესახებ სამი სარჩელია შესული.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები