პარლამენტის ნაცვლად ტექნოლოგიური ჰაბი - “ოცნების“ წინასაარჩევნო აფერა?
პარლამენტის ნაცვლად ტექნოლოგიური ჰაბი - ოცნება აანონსებს, რომ იქ სადაც, დეპუტატებს კანონები უნდა მიეღოთ, ექსპერიმენტული ლაბორატორიები განთავსდება.
ირწმუნებიან, რომ შენობა, რომელიც საპარლამენტო საქმიანობისთვის იყო აშენებული, მაღალტექნოლოგიური სივრცისთვის იდეალურია. თუმცა მის რეაბილიტაციას 12 მილიონი დაჭირდება.
ქუთაისის პარლამენტის შენობა წლებია მიტოვებულია. რა გეგმა აქვს რეალურად ხელისუფლებას. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ეს იგივე წინასაარჩევნო აფერაა, როგორიც იყო იაფი ფული და მილიონი ყველა სოფელს. ახალი დაპირებებით კი ოცნება ხმების მიღებას იმ ქალაქიდან ცდილობს, რომელსაც განვითარების შანსი წაართვა. ფაქტია, რომ უპატრონოდ დარჩენილი პარლამენტის შენობა ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
ქუთაისის პარლამენტის შენობის ბედი- ლიკა ჯანყარაშვილის სპეციალური რეპორტაჟი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.