მიხეილ სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ?

05.08.24 20:18
მიხეილ სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ?

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში უნდა დარჩეს. “ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი პატიმარი პრეზიდენტის ციხეში დაბრუნებაზე რეკომენდაციას არ გასცემს.

ახლა ჩნდება კითხვა, გაიზიარებს თუ არა “ქართული ოცნება“ სპეციალისტების რეკომენდაციებს. ივანიშვილის გუნდს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება პრაქტიკულად უკვე დაანონსებული აქვს.

“ოცნებაში“ აღარ მალავენ, რომ სააკაშვილი შესაძლოა, ისევ ციხეში გადაიყვანონ. ხელისუფლებამ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ანგარიშსწორება სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ძალებით დაიწყო. ჯერ იყო ორმაგი პატიმრობა, შემდეგ სრული იზოლაცია კლინიკაში, ახლა კი განცხადებები იმის შესახებ, რომ პატიმარი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში აღარ უნდა დარჩეს.

თავად სააკაშვილი კი დარწმუნებულია, რომ “ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტად მისი ეშინია და ამიტომ დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა.

სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ? - ხატია სამხარაძე დეტალებით.

მსგავსი სიახლეები