მნიშვნელოვანია, არჩევნებზე არცერთი ხმა არ დაიკარგოს - ზურაბიშვილი

05.08.24 21:38
მნიშვნელოვანია, არჩევნებზე არცერთი ხმა არ დაიკარგოს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა, არცერთი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების გაერთიანებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ყველა სახის გამსხვილებას მიესალმება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია დაცული იყოს იმ პარტიათა ხმებიც, რომლებმაც არჩევნებზე შესაძლოა, 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ.

ვფიქრობ, რომ გამსხვილებაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ის, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ის პარტიები, რომელთაც არ აქვთ გარანტია, რომ მიიღონ 5% და არ გახდენენ რეალურად "ოცნების" გამსხვილების საშუალება, ანუ, ანტიევროპული პარტიის, ამათმა არ დაკარგონ ხმები. ის რაც ხდება დღეს, მე მგონი აქეთკენ მიდის. მე მივესალმები იმ გამსხვილებებს, რაც არსებობს დღემდე. ჩემი საქმე არ არის, რომ მე მათ ვურჩიო, ვინ ვისთან და როგორ. ჩემი საქმეა, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და არცერთი ხმა არ დაიკარგოს გარეთ და შიგნით. ყველა ყველას უნდა დაეხმაროს ხმების დაცვაში და იმაში, რომ პატარა პარტიები მიიღონ და არ იყოს ის რისკი, რომ 5%-ზე ქვემოთ ვინც იქნება, გადანაცვლდნენ "ოცნებაში". დანარჩენი ამ ქოლგის ქვეშ, იქნება ეს სამი პარტია თუ ოთხი, ქოლგის ქვეშ ვამბობ და არა "ოცნება", რომელიც დარჩა ქოლგის გარეთ არამხოლოდ იმიტომ, რომ არ მოაწერეს ხელი, არამედ იმიტომ რომ მთელი მათი ქმედებები არის ანტიევროპული. მე მინდოდა ამის კიდევ ერთხელ გასინჯვა, როცა დავიბარე და ვთხოვე, მოსულიყვნენ, მაგრამ კარგად ვიცოდი, რა იქნებოდა შედეგი და კიდევაც დადგა ეს შედეგი", - ამბობს პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები