პრეზიდენტი: "ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევ"

05.08.24 21:27
პრეზიდენტი: "ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევ"

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ანა წერეთლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს დებატებში, როგორც მთავარ მმართველ პირს ისე იწვევს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ელოდება.

პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს საზოგადოების წინაშე ვალდებულება გააჩნია, რომ სოციუმს განუმარტოს, თუ რა გახდა წინაპირობა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა.

მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, არამედ ფაქტებიდან. საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახსნას პოზიცია. რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და მერე დააბრუნა, შემდეგ ახალ თანამდებობაზე სვამს. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას მაინც. ამიტომ მე მგონი, ერთი კარგი დებატი გველოდება", - ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები