"ორი რამ არ მესმის და უთუოდ გავარკვევ" - პრეზიდენტი, ჯარისთვის და ლუგარისთვის აშშ-ს დახმარების შესაძლო შეჩერებაზე

05.08.24 22:56
"ორი რამ არ მესმის და უთუოდ გავარკვევ" - პრეზიდენტი, ჯარისთვის და ლუგარისთვის აშშ-ს დახმარების შესაძლო შეჩერებაზე

ბევრი სფეროა, სადაც მთავრობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯარის ხელის ხლება არ შეიძლება - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრეზიდენტს კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან "ხმამაღალი და პირდაპირი" განცხადებების შესახებ დაუსვეს.

მისი თქმით,  ის, რომ "მაგალითად წვრთნები გადაიდო, ეს გასაგებია - არჩევნებამდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, რაღაც ნიშნები შეიძლება მოგცენ, მაგრამ ჯარის ხელის ხლება არ შეიძლება".

მე ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ამას ვიტყვი და ვეტყვი რამდენიმე დღეში ჩამოდის სენატორი შაჰინი ამერიკაში - ორი რამე არ მესმის და დანარჩენი ყველაფერი სწორია, უნდა მივიღოთ, უნდა გავიგოთ და გამოვასწოროთ სასწრაფოდ, რაც შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებას, მაგრამ მე არ მესმის ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და თუ ეს მართალია, არ მესმის ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, მთავრობა დაისაჯოს და უნდა დაისაჯოს, მაგრამ, არ შეიძლება ქართული ჯარი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და თავდაცვა დგას, დაისაჯოს, მით უმეტეს, რომ ის მთლიანად შექმნილია ამერიკის მიერ. ეს არ მესმის და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ მაგალითად წვრთნები გადაიდო, ეს გასაგებია - არჩევნებამდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, რაღაც ნიშნები შეიძლება მოგცენ, მაგრამ ჯარის ხელის ხლება არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საყრდენი

მსგავსი სიახლეები