პრეზიდენტი: ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება

05.08.24 23:09
პრეზიდენტი: ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება

"ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ აქტიური მოსახლეობის გასვლას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხელისუფება არჩევნებს ვერ გააყალბებს, "თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება". 

“როგორც ყოველთვის, არჩევნების დაკვირვება რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია. რეალურად, გაყალბების მცდელობები არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ხდება. დაიხვეწა გაყალბების ფორმები, არის უფრო მოსყიდვა. ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ყოვლად შემძლეობას, რომ აი გააყალბებენ და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება. როდესაც საზოგადოებას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ რომც არ მოგწონდეს დიდად არცერთი პარტია, იცოდეთ რომ 1 წლით არიან და მაინც მიეცით ხმა. ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ და გამოვლენ ამ არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ეს ბოლო შანსია” , - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები