ამნისტიის კანონი მოძალადე პოლიციელებზეც გავრცელდება - რას ამბობენ იურისტები
ამნისტიის კანონპროექტს, რომელსაც ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა, იურისტები აკრიტიკებენ. მათი თქმით, კანონპროექტი შერჩევითია და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ამნისტია შეეხებათ იმ ძალოვნებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და არ შეეხებათ თავად მომიტინგეებს.
ამნისტია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საყოველთაო და სამართლიანი. როდესაც სასამართლოს ოფიციაულურად მართავს სასამართლო კლანი და ადამიანები სამართას ვერ ნახულობენ აღნიშნულ სასამართლოშ, „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტს იყენებს პოლიტიკურად. ერთის მხრივ, მოძალადეები, რომლებიც გმირთა მოედანზე შემოუვარდნენ თავისუფალ ადამიანებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ და საზოგადოებამ იცის მათი სახელები და გვარები, ამ ადამიანებს ახებს აღნიშნსულ კანონპროექტს, ამნისტიას და თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც 400 ლარის გამო არიან, მაგაიტად, დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოგონილი ბრალით დღეს პროკურატურა ედავება, გლდანის ციხეში 20 წლის ახალგაზრდა ჰყავს გამოკეტილი, ამ ადამიანებს აღნიშნულ კანონპროექტს არ ახებს, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ მკვლევარი ანა გახოკიძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება მოძალადე პოლიციელებს ახალისებს და მომავალშიც ამგვარ ქმედებებზე მწვანე შუქს უნთებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული ამნისტიის კანონპროექტი არ ეხებათ აქციაზე დაკავებულ ისეთ ადამიანებს, რომელთა მხრიდან სავარაუდო მიყენებული ზიანი რკინის ჯართის მისამართით არის 400 ლარი და მეორეს მხრივ ეხებათ მოძალადე პოლიციელებს. შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ერთგვარი ინსტრუმენტი, ამნისტიის შესაძლებლობა, გამოიყენა თავიანთი რეჟიმის მხარდამჭერი ძალოვნების წასახალისებლად და ერთგვარად მწვანე აუნთო მომავალშიც მის არაკანონიერ დავალებებს, - ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მკვლევარი ანა გახოკიძე.
კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა უკვე სექტემბრის თვიდან განახლდება. გამორიცხული არ არის, კანონპროექტშ გარკვეული სახის ცვლილებები შევიდეს.