"სირცხვილი და უტიფრობა" - კირცხალია მესამე სექტორის ე.წ აგენტების რეესტრში არდარეგისტრირებაზე

06.08.24 12:30
"სირცხვილი და უტიფრობა" - კირცხალია მესამე სექტორის ე.წ აგენტების რეესტრში არდარეგისტრირებაზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კირცხალია მესამე სექტორს ე.წ. აგენტების რეესტრში დაურეგისტრირებლობის გამო აკრიტიკებს. "სირცხვილი და უტიფრობა", - ასე აფასებს დეპუტატი არასამთავრობოების დაუმორჩილებლობას. ამასთნ, კირცხალია ამბობს, რომ კანონში ასეთი შემთხვევებისთვის საპრევენციო ზომები არსებობს. 

ზოგადად, სირცხვილია და უტიფრობაა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია, გამოდიხარ, იძახი, რომ მე ვარ აქ დემოკრატიის დამცველი და მე უნდა ვაკონტროლო დემოკრატია და გამჭვირვალობა სახელმწიფოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების და შენ თვითონ გამჭვირვალობასთან გქონდეს პრობლემა. რაც შეეხება, რომ არ რეგისტრირდებიან, მაგ თემას, თუ არ რეგისტრირდებიან, არის კანონი და კანონში საპრევენციო ზომები მითითებული, - ამბობს ირაკლი კირცხალია.

ე.წ აგენტების რეესტრი მეორე დღეა ისევ ცარიელია. იუსტიციის სამინიტროს მიერ შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას მესამე სექტორი არ აპირებს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დაუმორჩილებლობას აგრძელებენ და "ოცნების" რუსული კანონის აღსრულებას არ აპირებენ. ხელისუფლება კი იმუქრება და ამბობს, რომ ყველას, ვინც ე.წ. აგენტად არ დარეგისტრირდება, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი მათი ოფისებიდან დოკუმენტაცია იქნება ამოღებული. 

 

მსგავსი სიახლეები