იუსტიციის სამინისტროსგან მესამე სექტორის წინააღმდეგ რეპრესიებს უნდა ველოდოთ - ბადრი ჯაფარიძე
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება მესამე სექტორის წინააღმდეგ რეპრესიებს გააძლიერებს. საქმე ეხება ე.წ. აგენტების რეესტრს, სადაც არასამთავრობოები უკვე მეორე დღეა არ რეგისტრირდებიან და რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებენ.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველაფერი არჩევნების შემდეგ შეიცვლება და რუსული კანონიც გაუქმდება.
ცხადია, ახლა იუსტიციის სამინისტრო შეეცდება, რომ თავისი გეგმა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრიმინაციის თავლსაზრისით შეასრულოს. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გაგრძელდება მხოლო და მხოლოდ არჩევნებამდე, არჩევნების შემდგომ, რა თქმა უნდა, რუსული კანონი გაუქმდება, არასამთავორბო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ათასობით ქართველს, ისინი გააგრძელებან ამ დახმარების გაწევას, მაგრამ ამ ორი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ რეპრესიულ ზომებს უნდა ველოდოთ იუსტიციის სამინისტროდან არასამთავრობო ორგანიზაციების და სექტორის მიმართ, ზოგადად, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ე.წ აგენტების რეესტრი მეორე დღეა ისევ ცარიელია. იუსტიციის სამინიტროს მიერ შექმნილ რეესტრში რეგისტრაციას მესამე სექტორი არ აპირებს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დაუმორჩილებლობას აგრძელებენ და "ოცნების" რუსული კანონის აღსრულებას არ აპირებენ. ხელისუფლება კი იმუქრება და ამბობს, რომ ყველას, ვინც ე.წ. აგენტად არ დარეგისტრირდება, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი მათ ოფისებიდან დოკუემნტაცია იქნება ამოღებულლი.