"ოცნება" უპერსპექტივობაში ტოვებს ქვეყანას და საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს ჩვენს მოქალაქეებს" - ჯაფარიძე

06.08.24 14:31
"ოცნება" უპერსპექტივობაში ტოვებს ქვეყანას და საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს ჩვენს მოქალაქეებს" - ჯაფარიძე

"ქართული ოცნება" უპერსპექტივობაში ტოვებს ქვეყანას, საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ ერთიანობით უნდა მოვახერხოთ, რომ დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ამის შესახებ "ეთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ისაუბრა. 

გია ჯაფარიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სიღარიბე და უპერსპექტივობა ერთიანობით უნდა დამარცხდეს.

ვიმყოფებით გლდანულაში, კამპანიის ფარგლებში ვხვდებით მოსახლეობას. წარმოუდგენელი სიღარიბეა, შეუძლებელია ენით აღწერო თუ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი მოქალაქეები. ერთი და იგივეა ყველგან, დაბალი პენსიები, საპენსიო სესხები, რომელიც ძალიან აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ყველა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებისგან არის დაცლილი აქაურობაც, მიზეზი კი არის ეს უკიდურესი სიღარიბე, გაზრდილი ფასები, ეს ყველაფერი კი უნდა დავამარცხოთ 26 ოქტომბერს. „ქართული ოცნება“ უპერსპექტივობაში ტოვებს ქვეყანას, საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ ერთიანობით უნდა მოვახერხოთ, რომ დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც მოიტანს იმ სიკეთეებს, რითაც სარგებლობენ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც წასულია ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იმისათვის, რომ იმუშაოს და ფული გამოუგზავნოს ოჯახის წევრებს, რათა ლუკმა-პურის ფული ჰქონდეთ.“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები