მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს - ბოკუჩავა

06.08.24 15:07
მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს - ბოკუჩავა

"უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს რუსული კანონის მიღების შემდეგ" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა USAID-ის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტას.

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი აღარიბებს ქართველ ხალხს და ქვეყანას საერთაშორისო ინვესტიციებს აკარგვინებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე იმ ანტიევროპული, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს მას შემდეგ, რაც მისმა ხელისუფლებამ მიიღო კრემლის ანალოგი რუსული კანონი. რუსული კანონი და ივანიშვილის პრორუსული ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს, გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს და დახმარებას. ამ ყველაფრის დასრულების შანსი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით გავიმარჯვებთ და არა მხოლოდ დავიბრუნებთ იმ ათეულობით მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც აქამდე საქართველო იღებდა, არამედ მნიშვნელოვნად გავზრდით და საქართველოს შევიყვანთ ევროკავშირში უმოკლეს ვადებში. ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო უმოკლეს ვადაში გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაც გახსნის უდიდეს შესაძლებლობებს საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის კონკრეტულ დაფინანსებას საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები