ყაჩაღობა ზუგდიდში - სასტიკად ნაცემია ერთი პირი, წაღებულია თანხა
ყაჩაღობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში - სასტიკად ნაცემია შუახნის კაცი. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანი, ნაწულუკუში მცხოვრებ ოჯახს გვიან ღამით დაესხა თავს, სცემეს ერთი პირი, წაართვეს მობილური ტელეფონი, წაიღეს 500 ლარი და ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც tvpirveli.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.