პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის USAID-ის დაფინანსების შეჩერება არაფერს ნიშნავს
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის USAID-ის დაფინანსების შეჩერება არაფერს ცვლის. შალვა პაპუაშვილის თქმით, სასამართლოს საქართველოს ბიუჯეტიდან ისედაც საკმარისი დაფინასნება აქვს.
ამასთან, სახელისუფლები გუნდის ლიდერი ირწმუნება, რომ ეს დადებითი მოვლენაც კია, რადგან USAID-მა ჯერ კიდევ 2020 წელს არჩევნების შედეგები დამალა.
ეს, სხვათაშორის, გარკვეულწილად, კარგი პროცესიც არის, რაღაცნაირად ბუღალტერიაშიც ვერკვევით. ის, რაც გაუმჭვირვალე იყო ქართველი ხალხისთვის, აი, ამით მაინც ხდება გამჭვირვალე, სად რა ფული იხარჯებოდა. რაც შეეხება კონკრეტულად USAID-ს, ასეთი განცხადებების გაკეთებას, ვამჯობინებდი, რომ მათ განმარტება გაეკეთებინათ 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების დამალვასთან დაკავშირებით, რომელშიც USAID-ის მაშნდელი ხელმძღვანელობა იყო ჩართული. სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველა მოქმედებს საქართველოს ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. როდესაც ეს გამოიყენება ზეწოლის ინსტრუმენტად, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკაზე მოახდინონ გავლენა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, მეგობრული მიდგომა, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა. საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტი, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ხდებოდა, შეჩერებულია. არადა, ამ პროექტს საქრთველოში შტატები 15 წლის განმავლობაში აფინანსებდა.
"პირველებს" ინფორმაცია სსაკონსტიტუციო სასამართლოში ცოტახნის წინ ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.