რუსული კანონი და ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება საერთაშორისო ინვესტიციებს გვაკარგვინებს - ბოკუჩავა
ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს და გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს, - ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის USAID-ის დაფინანსების შეჩერებას.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ვითარების გამოსწორების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია.
მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე იმ ანტიევროპული, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს მას შემდეგ, რაც მისმა ხელისუფლება მიიღო კრემლის ანალოგი რუსუი კანონი. რუსული კანონი და ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფება აღარიბებს ქართველ ხალხს, გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს და დახმარებას და ამ ყველაფრის დასრულების რეალური შანსი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, - ამბოლბს თინა ბოკუჩავა.
რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - საკონსტიტუციო სასამართლოს USAID-მა დაფინანსება შეუწყვიტა. საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტი, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ხდებოდა, შეჩერებულია. არადა, ამ პროექტს საქრთველოში შტატები 15 წლის განმავლობაში აფინანსებდა.
"პირველებს" ინფორმაცია სსაკონსტიტუციო სასამართლოში ცოტახნის წინ ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვეს.