დროებით ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენა მათ ინტერესებს არ დააზარალებს

06.08.24 18:00
დროებით ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენა მათ ინტერესებს არ დააზარალებს

რუსეთისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენა სამხრეთ ოსეთის ინტერესებს არ დააზარალებს. ამის შესახებ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში პრესკონფერენციაზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასხარ ჯიოევმა განაცხადა. მისი მტკიცებით, რუს კოლეგებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ურთიერთობების გაწყვეტა ქართული მხარის ინიციატივა იყო. 

რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ ნებისმიერი ქმედება არ შელახავს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს. ჩვენი რუსი კოლეგები გვაღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამიტომ დარწმუნებულნი ვართ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება სამხრეთ ოსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამაზე საუბრობენ რუსეთში და ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ, - განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ გარანტორად და რესპუბლიკა გააგრძელებს მასთან ურთიერთობების განვითარებას. 

მსგავსი სიახლეები