"ოცნება" აღიარებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში 2 მლნ-ის პროექტები შეჩერდა

06.08.24 20:09
"ოცნება" აღიარებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში 2 მლნ-ის პროექტები შეჩერდა

მთავრობამ რამდენიმე დღიანი დუმილი აღიარებით დაარღვია. ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს,რომ ლუგარის ლაბორატორიაში 2 მილიონის ღირებულების პროექტები შეჩერდა. "ვწუხვარ" - ეს იყო მიხეილ სარჯველაძის პასუხი შტატების გადაწყვეტილებაზე.  "ქართული ოცნება, რომლის რუსული პოლიტიკის გამო ამერიკამ დაფინანსება შეწყვიტა, ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა.  

"ოცნება" ყურადღების გადატანას ისევ ამერიკის წინააღმდეგ შტურმით ცდილობს. შტატები გვაშანტაჟებს - ამბობს რუსული კანონის ავტორი ხელისუფლება და რეგიონში უმნიშვნელოვანესი ლაბორატორიის  დაფინანსების შეწყვეტაში საკუთარ  პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ გრძნობს. არადა, პროექტების დაპაუზებით ლაბორატორტიაში  ჩერდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვა კი საეჭვო ხდება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები