დებატები არ იქნება - ივანიშვილმა პრეზიდენტის ღია შეთავაზება არ მიიღო
ივანიშვილმა პრეზიდენტის მიერ ნასროლი თეთრი ხელთათმანი არ მიიღო. დებატები სალომე ზურაბიშვილსა და ოლიგარქს შორის არ იქნება. ივანიშვილის პასუხი საქართველოს პრეზიდენტს დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა გადასცეს. სახელმწიფოს მეთაურს კალიბრს უწუნებენ, სამაგიეროდ, ერთმანეთს ეჯიბრებიან ოლიგარქის ქებაში. ივანიშვილმა უნდა გვითხრას, რას ერჩის ქვეყანას - ამ სიტყვებით მიმართა ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს.
პრეზიდენტის თითქმის 2 საათიანი პრესკონფერენცია "ოცნებისთვის" უმძიმესი ვერდიქტი აღმოჩნდა. "კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება და სასამართლო კლანის მძევალი მთავრობა" - ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს ორბელიანების სასახლიდან განკითხვის დღე მოუწყო. ახლა პრეზიდენტის მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნებზე არცერთი ხმა არ დაიკარგოს, გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ კი ქვეყანა ტექნიკურმა მთავრობამ უნდა მართოს.