რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება შეუჩერა
რუსული კანონის მძიმე შედეგებმა სასამართლომდეც მიაღწია. USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას დაფინანსება შეუჩერა. პირველად 15 წლის განმავლობაში ამერიკულ დახმარებას ვერ მიიღებს სამართლის სკოლა, რაც პროექტის გაჩერებას ნიშნავს. ეს ფაქტი თავად საკონსტიტუციო სასამართლოშიც დაადასტურეს, თუმცა დაფინანსების შეჩერების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.
"ოცნება" დაკარგულ მილიონებს პარტნიორებზე თავდასხმით პასუხობს. შეერთებულ შტატებთან უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, შალვა პაპუაშვილი კმაყოფილია, რომ რუსულმა კანონმა უკვე შედეგი გამოიღო. "კარგია, რომ ვერკვევით ბუღალტერიაში" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.