რუსული კანონის ამოქმედებიდან მესამე დღესაც ე.წ აგენტების რეესტრი ცარიელია
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო დონორებს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე პარტნიორები მას შემდეგ გახდნენ, რაც ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ივანიშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. რუსული კანონის ამოქმედებიდან მესამე დღესაც ე.წ აგენტების რეესტრი ცარიელია. 500-მდე ორგანიზაციიდან არცერთი გეგმავს რუსული კანონის მარწუხებში მოქცევას. პაპუაშვილმა კი ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადააბრალა და ამტკიცებს, რომ მათი ზეწოლის გამო ამბობენ ქართული ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.