სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
АПСНЫПРЕСС - ის ინფორმაციით, სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. გადაწყვეტილება ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 6 აგვისტოს მიიღო.
მანამდე ის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ამ პოსტზე რაულ ლოლუამ შეცვალა.
შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას აქამდე ორჯერ: 1997-2004 წლის ივლისამდე და 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლის თებერვლამდეც იკავებდა.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.