მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას.
ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?
დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?"- წერს სააკაშვილი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გუშინ ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე "ერთხელ სამუდამოდ" პასუხი გაცემულია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მიხეილ სააკაშვილის აქტუალიზაცია ქართულ ოცნებას სჭირდება.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.