“ოცნებას“ (რუსული) კანონის შემოტანით უნდოდა, რომ არჩევნებამდე საქართველოს დარქმეოდა რუსეთი“- ელენე ხოშტარია

06.08.24 21:25
“ოცნებას“ (რუსული) კანონის შემოტანით უნდოდა, რომ არჩევნებამდე საქართველოს დარქმეოდა რუსეთი“- ელენე ხოშტარია

“ოცნებას“ ამ კანონის შემოტანით უნდოდა, რომ არჩევნებამდე საქართველოს დარქმეოდა რუსეთი, მიჯახუნებულიყო კარი, ზურგი შეექციათ პარტნიორებს, ქვეყანას აღარ ჰქონოდა პერსპექტივა“- ამის შესახებ გაერთიანება “ახალი დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხოშტარიამ ხელისუფლება მანიპულაციაში და ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის, “რაც უკვე უქნია ოცნებას“, აღარ გამოუვა.

არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც საბოლოო ჯამში უმკლავდება საზოგადოების დიდი უმრავლესობის ბრაზს და ცვლილების სურვილს, მას შეუძლია მანიპულირება, ზოგჯერ მოგატყუოს, შემოატრიალოს, რაც უკვე უქნია “ოცნებას“, შეცდომაში შეუყვანია საზოგადოება, პარტნიორები. დღეს ჩვენ მივედით კრიტიკულ ზღვრამდე და საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც კითხვაზე: რუსეთი თუ ევროპა, არა აქვს ცალსახა პასუხი, ჩვენ ეს ვნახეთ მთელი ამ თვეების განმავლობაში და ამას საარჩევნო ლოზუნგად არ ვამბობ, “ქართულ ოცნებას“ კანონის შემოტანით უნდოდა ამ თემის დახურვა, რომ არჩევნებამდე საქართველოს დარქმეოდა რუსეთი, მიჯახუნებულიყო კარი, ზურგი შეექციათ პარტნიორებს, ქვეყანას აღარ ჰქონოდა პერსპექტივა, ოპოზიცია დაქსაქსულიყო და შეშინებულიყო, ხალხსა და ოპოზიციას შორის ზიზღი ყოფილიყო, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლის აზრი არ დაენახა, ენჯეოები დარეგისტრირებულიყვნენ.

დღეს გვაქვს სულ სხვა სურათი. დღეს ჩვენ გვაქვს მეგობარი აქტი ამერიკისგან, ყოველდღიური განცხადებები პარტნიორებისგან, რომ საქართველოს ელოდება პერსპექტივა. ისტორიული გადაწყვეტილება არის მზად , რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვნახეთ საზოგადოება, რომელიც არა თუ არ შეშინდა, არამედ არცერთ ეტაპზე არ გაატანინა საკუთარი, პირიქით, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო არის ის ხალხი, რომელიც დაშინების, ცემის და ტყუილების მიუხედავად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა ქუჩაში გამოვიდა, ზუსტად ამ შემართებით ვემზადებით არჩევნებისთვის“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები