არჩევნებზე სახელების და გვარების დონეზე იქნება ადამიანებზე დაკვირვება- ელენე ხოშტარია
„ყველა ის ადამიანი, სახელების და გვარების დონეზე, რომელიც დაკავდება მცდელობით, რომ არჩევნები გააყალბოს, იქნება არა მხოლოდ ხალხის დაკვირვების, არამდე საერთაშორისო სანქციების ქვეშ“- განაცხადა გაერთიანება “ახალი დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ხოშტარიამ ის გეგმა გაამხილა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც “ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს და პირიქით, გაყალბების მცდელობით, “საკუთარ მომავალსაც გადაუსვამს ხაზს“.
ეცდება “ოცნება“ არჩევნების გაყალბებას?- რა თქმა უნდა, ეცდება. გამოუვა თუ არა ? ამ კითხვაზე პასუხია, რამდენი ადამიანი მივალთ არჩევნებზე, როგორი კოორდინირებული მივალთ და რა მხარდაჭერა გვექნება. ოპოზიციაში ბარიერის გადალახვის საფრთხე არა არის, რადგან არის კოორდინაცია. ხელი მოეწერა ქარტიას, ვმუშაობთ ემიგრანტების ხმაზე, დამკვირვებლებთან, ხალხი და პარტნიორები არიან მოტივირებულები და ამ პირობებში გამყალბებლები არ ეყოფათ. ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს დღის წესრიგს არა ივანიშვილი და “ხარება“ განსაზღვრავენ, არამდე ქართველი ხალხი.
ჩვენ ყველა მზად ვართ ჩვენი ხმების დასაცავად. პირველი ყველაზე დიდი ძალა ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე და უბნებზე, რაც მეტი ადამიანი მივა, უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება “ოცნებას“, რომ გააყალბოს. გაყალბება ვერ მოხდება სადღაც, უბნის ოთახში, რადგან ის სავსე იქნება მოქალაქეებით და იმ ადამიანს ხელი აუკანკალდება.
არასამთავროებთან გვქონდა შეხვედრა, ვნახეთ ვინ რამდენი ადამიანის მობილიზებას აორგანიზებს, ვინ რა ტრენინგს ჩაატარებს, არჩევნების დაცვის მსურველი ახალგაზრდების ნაკადი არის ძალიან მაღალი.
ასევე დამკვირვებლები იქნებიან გრძელვადიანად, რომლებიც გაცნობილები არიან ყველა იმ მაქინაციას, რომელიც ეგონა “ოცნებას“, რომ დაფარული იყო და დღეს არის ცხადი. სახელების და გვარების დონეზე, ის ადამიანები, რომლებიც დაკავდებიან მცდელობით, რომ არჩევნები გააყალბონ, ყველა მათგანი იქნება არა მხოლოდ ხალხის დაკვირვების, არამდე საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ბუნებრივია, სახელების და გვარების დონეზე, ამ ადამიანებზე დაკვირვება იქნება და ის ადამიანები, რომლებიც თავზე ხელს აიღებენ და ამას იზამენ, არა მარტო ქვეყანას გაუკეთებენ ამას, არამედ საკუთარ მომავალსაც გადაუსვამენ ხაზს, ისე როგორც გადაუსვეს ხაზი იმ დეპუტატებმა, რომლებმაც კანონს მისცეს ხმა“,- აცხადებს ელენე ხოშტარია.