სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი.
როგორც X-ზე ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეწუხებულები არიან, თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით
"ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის". - მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა", - დაწერა რაუფოღლუმ X-ზე.
"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში სამ აგვისტოს დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება.
საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯენლი ჟურნალისტის სამთვიან წინსაწრა პატიმრობაში დატოვა. სწორედ 90 დღის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.
საექსტრადაციო პატიმრობის შესახებ განაჩენს სადიგოვის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.