რაც მე და ნავალნის დაგვმართეს, ჩვენი ქვეყნის ძველი, ძალიან ბოროტი და ძალიან საბჭოთა ტრადიციაა - კარა მურზა
რაც მე და ნავალნის დაგვმართეს, ჩვენი ქვეყნის ძველი, ძალიან ბოროტი და ძალიან საბჭოთა ტრადიციაა, - ამის შესახებ კარა მურზამ გათავისუფლების შემდეგ გამოცემა "მედუზასთან" ისაუბრა. რუსი პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა რუსეთის ხელისუფლების იმ სასტიკ მეთოდებზე ისაუბრა, რომლის გავლაც თავადაც მოუწია.
იმაში, რაც მე და ალექსეის [ნავალნი] დაგვმართეს, ახალი და ექსკლუზიური არაფერი ყოფილა. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ძალიან ბოროტი და ძალიან საბჭოთა ტრადიციაა: პოლიტპატიმარს, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევს, ხელისუფლება ყველაზე რთულ პირობებში ამყოფებს. მაგალითად, ცნობილ საზოგადო მოღვაწერს, "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ანატოლი შარანსკის საჯარიმო იზოლატორშებში 405 დღე აქვს გატარებული. 405! მისი გადარჩენა ხომ საერთოდ სასწაულია. ალექსეი ნავალნიმ 295 დღე გაძლო და მიმდინარე წლის თებერვალში დაიღუპა.
ციხეში გატარებული ორი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში ტელეფონთ დალაპარაკება ცოლთან ერთხელ და სამ შვილთან ორჯერ მოვახერხე. დასარეკად 15 წუთი მომცეს და როგორც ახლა ჩემმა მეუღლემ მითხრა, წამზომით ისე იდგა, რომ თითოეულ ბავშვს მამასთან საუბარი 5 წუთის განმავლობაში შეძლებოდა. ეს წამებაა ოჯახებისთვისაც, არამარტო ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ პოლიტპარიმრების ოჯახებისთვის ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთვის. რადგან ჩვენ შეგნებულად ვიბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, გვესმოდა შედეგები, ჩვენი ოჯახები კი ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ახლობლები არიან..." - ამბობს კარა-მურზა.
კარა მურზამ პატიმრობაში ორ წელიწადნახევღი დაჰყო. პუტინის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ჯარის შესახებ „ფეიკის“ გავრცელებაში, „არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებაში“ და „სამშობლო ღალატში“ . მას 25 წლით თავისუფლების აღვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რუსეთ-ამერიკას შორის ტყვეების გაცვლის ოპერაციაში მოჰყვა. კარა-მურზა სასჯელს ომსკში, სამარტოო საკანში, წამების პირობებში იხდიდა.