ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ოპოზიციონერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო და ახლა ყველას ვალია, ქვეყნის გადასარჩენად გაერთიანდნენ.
16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ჩვენი ვალია, უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.