მუხათგვერდის სასაფლაოზე დილიდან გმირების ოჯახის წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიდიან - "ოცნება" დუმს

07.08.24 11:18
მუხათგვერდის სასაფლაოზე დილიდან გმირების ოჯახის წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიდიან - "ოცნება" დუმს

16 წელი აგვისტოს ომიდან - დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ადგილზე გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ომის ვეტერანები იკრიბებიან. 

მუხათგვერდის სასაფლაოზე მისული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აგვისტოს ომს და რუსულ აგრესიას იხსენებენ. ხელისუფლების ოპონენტები იმ პერიოდში ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად დასავლეთის და ევროპის დამსახურებასაც იხსენებენ.

ჩემთვის ძალზე ემოციურია, იმიტომ, რომ სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ, ეს იყო პირველი შეგრძნება, როცა, უბრალოდ, მეტი წასასვლელი არსად მქონდა. ეს განცდა არასდროს მტოვებს და ასევე არასდროს დავივიწყებ იმას, რომ ამ გმირების პარალელურად, ევროპელი ლიდერები ჩამოდიოდნენ საქართველოში ჩვენი ინტერესების დასაცავად, ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოში საქართველოს დასაცავად, - თქვა თამარ კორძაიამ.  

ოპოზიციონერმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი  ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ძალიან ახლოსაა. 

პატივს მივაგებთ გმირებს. დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველანი ერთად ვიზეიმებთ როგორც ევროკავშირის წევრობას, რაც ჩვენი ქვეყნის, ერის არჩევანია, ასევე ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ამ ფონზე, სრული დუმილია მმართველ პარტიაში. ამ დრომდე საქართველოს მთავრობის არცერთ წარმომდგენელს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. ოლიგარქის პარტია, პუტინის რეჟიმის მსგავსად, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. არადა, ყველა საერთაშორისო სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ 7 აგვისტოს შემოიჭრა. 

მსგავსი სიახლეები