დიდი მადლობა გმირებს იმ თავგანწირვისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოიჩინეს - გიორგი ვაშაძე
"ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მუხათვგერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივია მიაგო. ოპოზიციონერი ლიდერის დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ქვეყანა ევროკავშირის წევრობას იზეიმებს, რაც ტერიტორიული მთლიანოაბის აღდგენის საწინდარი იქნება.
პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლეს მომავალში ყველანი ერთად ვიზეიმებთ, როგორც ევროკავშირში წევრობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერის არჩევანია, ასევე ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი გმირების პატივსაცემად.
დიდება საქართველოს, დიდება მათ სახელებს, დიდება ჩვენს ერთიანობას. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.