"პუტინი საქართველოზე თავდასხმას ნებისმიერ შემთხვევაში გეგმავდა" - დენილე ფრიდი აგვისტოს ომზე

07.08.24 12:10
"პუტინი საქართველოზე თავდასხმას ნებისმიერ შემთხვევაში გეგმავდა" - დენილე ფრიდი აგვისტოს ომზე

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა, თუმცა პუტინი საქართველოზე თავდასხმას ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ფრიდს მეტი სიცხადისთვის უკრაინის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქაც, ომის დაწყებამდე, რუსეთი პროვოკაციას ცდილობდა. 

შესაძლებელია, გააკრიტიკო სააკაშვილის ქმედებები, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ომი არ დაიწყებოდა, რომ არა პუტინის სურვილი. უკრაინაშ რუსები ცდილობდნენ, შეექმნათ პროვოკაცია, ცრუ განგაშის ოპერაციები, რათა შეძლებოდათ უკრაინის დადანაშაულება. ეს ამერიკელებმა გამოავლინეს და რუსეთი მაინც თავს დაესხა უკრაინას. არანაირი უკრაინული პროვოკაცია არ ყოფილა. უკრაინელები თავს არ დასხმიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის დონბასსის ტერიტორიას, მაგრამ რუსეთმა უკრაინას მაინც შეუტია. ამან ქართელებს უნდა აჩვენოს, რომ პუტინი მაინც აპირებდა საქართველოზე თავდასხმას რაც არ უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს. სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, მან რუსებს თავდასხმის საბაბი მისცა და ასევე შეუქმნა კარგი საბაბი ზოგიერთ ევროპელს იმისთვის, რომ ეთქვათ, ეს საქართველოს ბრალი იყო. მაგრამ ჩვენ ახლა უკეთ ვიცით, საქართველო არდ ასხმია რუსეთს თავს და ქართველებს არ სჭირდებათ ამერიკელი იმისთვის, რომ ეს შეახსენოს. ეს მათ კარგად იციან, - ამბობს დენიელ ფრიდი. 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.

ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.

საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

 

მსგავსი სიახლეები