საქართველო EU-ს შორდება და ახალი ბელარუსისკენ მოძრაობს - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

07.08.24 12:26
საქართველო EU-ს შორდება და ახალი ბელარუსისკენ მოძრაობს - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

საქართველოს ხელისუფლების გამუდმებულ რიტორიკას ლობალური ომის პარტიის არსებობის შესახებ, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვეცი შეთქმულების თეორიად აფასებს. დიპლომატისთვის გაუგებარია, ვის გულისხმობს "ქართული ოცნება" ომის პარტიაში. მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან დახმარებების შეჩერება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების ანარეკლია. იალოვეცი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო EU-ს შორდება და ახალი ბელარუსისკენ მოძრაობს.

საქართველოს მთავრობა გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე ისე, რომ არასდროს განუმარტავთ რა არის ეს. ვინ არიან ისინი? ჯარები ჰყავთ? მთავრობა ჰყავთ? სადმე არის განლაგებული? ეს „ა“ კლასის შეთქმულების თეორიაა, როდესაც სინამდვილეში, არსებობს ომის მხარე, ომის პარტია რუსეთშია. უკრაინის წინააღმდეგ საშინელ, არაადამიანურ ომს აწარმოებენ. უკრაინა არ არის საქართველოს საფრთხე, აშშ არ არის საფრთხე საქართველოსთვის. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს, რუსეთია. სისულელეა აშშ დადანაშაულება, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. რასაც აშშ აკეთებს, დახმარების შეჩერება, იმის ანარეკლია, რასაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოში აკეთებს. ეს არის ევროკავშირისგან დაშორება და მოძრაობა ახალი ბელარუსისკენ, - ამბობს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

მსგავსი სიახლეები